ეგვიფტუტი იეროგლიფები
"იეროგლიფი" ბერძნული სიტყვაა (ἱερογλυφικὰ γράμματα) და ქართულად საღვთო ამოკვეთას, ამოჭრას ნიშნავს. ეს არის მიახლოებითი თარგმანი ბერძნულ ენაზე ეგვიპტური სახელისა zẖ3 n.j mdw.w nṯr, რაც „ღმერთის სიტყვების დამწერლობას“ ნიშნავს. დამწერლობის ამგვარი სახელწოდება მის რელიგიურ დანიშნულებაზე მიუთითებს. თავდაპირველად "იეროგლიფი" მხოლოდ ეგვიპტური დამწერლობის ნიშანს ერქვა, შემდეგ კი ეს ტერმინი უფრო ზოგადი გახდა და სხვა იდეოგრამებით შედგენილი დამწერლობის სიმბოლოებსაც ეწოდა (მაგალითად "ჩინური იეროგლიფები")ეგვიფტური იეროგლიფები — ნიშნები ძველეგვიფტური დამწერლობისა, რომლებიც ძველი ეგვიფტური ენის ჩასაწერად გამოიყენებოდა. ეგვიპტური ნიშნები თავდაპირველად წმინდა იეროგლიფუილი ხასიათისა იყო (ერთი სიმბოლო მთლიან სიტყვას აღნიშნავდა), დროთა განმავლობაში კი დამწერლობა შეივსო თანხმოვნების აღმნიშვნელი სიმბოლოებითა და დამატებითი, დამხმარე ნიშნებით. დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. 3200–დან ახ. წ.300-მდე ეგვიფტესადა ნუბიაში. ეგვიპტურ იეროგლიფებს იყენებდა ასევე პტოლემური ეგვიფტური ენა შედგებოდა ფონოგრამების (ცალკეული ბგერების სიმბოლოები),დეტემინატივებისა (დამხმარე ნიშნები) და იდეოგრამებისაგან(მთლიანი სიტყვის სიმბოლო). თავდაპირველად სიმბოლოთა რაოდენობა დაახლოებით 700–ს შეადგენდა, ბერძნულ–რომაულ ხანაში კი მათი რიცხვი 7000–მდე გაიზარდა.იეროგლიფთა რაოდენობით ეგვიპტური დამწერლობა ერთ–ერთი უდიდესია. ჩვეულებრივი ანბანისაგან განსხვავებით, ეგვიპტური იეროგლიფების თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ იყო; სავარაუდოდ მხოლოდ გვიანი პერიოდის ხანაში უნდა გაწყობილიყო რამდენიმე თანხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი ანბანურ რიგზე, რომელიც ძალიან ჰგავს, სხვა, იმდროინდელი სამხრეთსემიტურიდამწერლობის ანბანურ სყობას.
ქალი, მდედრობითი | ბავშვი | კაცი | მეფე | ძალა | მოძრაობა | ხის საგნები | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იეროგლიფების ფუნქციები
ეგვიპტური იეროგლიფები ასრულებდნენ სამი სახის ფუნქციას: ფონოგრამების, დეტერმინატივისა და იდეოგრამების. ნიშნების უმეტესობა ამ სამიდან მხოლოდ ერთ, ან მაქსიმუმ ორ ფუნქციას ასრულებდა; მხოლოდ რამდენიმე იეროგლიფია ისეთი, რომელიც ერთდროულად სამივე დანიშნულებით გამოიყენება. ერთსა და იმავე იეროგლიფს სხვადასხვა შემთხვევაში შესაძლოა განსხვავებული ფუნქცია ჰქონოდა; მაგალითად ნიშანი იეროგლიფების განლაგება სიტყვაში
იეროგლიფები სიტყვაში უბრალოდ, უაზროდ ჩალაგებული არაა, ისინი გარკვეული კანონზომიერებით არიან განლაგებული. მაგალითისთვის სიტყვა sḥtp.n=f (ის კმაყოფილია) შუა სამეფოს პერიოდში ამგვარად იწერებოდა:
ეგვიპტური ციფრებით 209.621 ამგვარად ჩაიწერება
ეგვიფტურ ენას ჩვენამდე არ მოუღწევია, ასევე მისი შთამომავალი ენა,კოპტური,XIIსაუკუნეში აფრიკაში არაბულის გაბატონების გამო მკვდარი ენა გახდა. რადგან ეგვიპტური დამწერლობაც სრულყოფილად არ გადმოგვცემს სიტყვის გამოთქმას (ხმოვნების არქონის გამო), სიტყვებისა და საკუთარი სახელების ტრანკრიფციებში ზუსტი გამოთქმები დღესაც არაა დადგენილი. ამიტომაა, რომ ერთი და იგივე ეგვიპტური სახელი თანამედროვე დამწერლობებით სხვადასხვაგვარად იწერება და გამოითქმის. მაგალითად ეგვიპტური სახელი Nfr.t-jy.tj ქართულად იწერება და გამოითქმის როგორც ნეფერტიტი, ხოლო გერმანულად Nofretete (ნოფრეტეტე). ძველი ეგვიპტური სიტყვების ზუსტი გამოთქმების დადგენაში დიდ როლს ასრულებს სხვა, დღემდე შემორჩენილიაფრაზულიენების ფონეტიკური სტრუქტურა, ასევე იეროგლიფებთან ერთად გაკეთებული ბერძნული დასოლისებრი წარწერები. |